"მამარდაშვილი ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა" | "ვალენსიას" ყოფილი მეკარე გიორგიზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"მამარდაშვილი ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა" | "ვალენსიას" ყოფილი მეკარე გიორგიზე საუბრობს

"მამარდაშვილი ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა" | "ვალენსიას" ყოფილი მეკარე გიორგიზე საუბრობს
4-11-2022, 17:35
Aa Aa
გაზიარება:

"ვალენსიას" ყოფილი მეკარე, მიგენ ანხელ მოია, რომელიც "ღამურების" შემადგენლობაში 2009-2011 წლებში თამაშობდა გიორგი მამარდაშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ ქართველი მეკარე ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯია:

"მამარდაშვილის ტრანსფერი ძალიან მომეწონა. აღსანიშნავია, რომ მას საგრძნობი პროგრესი აქვს და თუ ასე გააგრძელებს, მაშინ ვალენსიას მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. მიუხედავად ამისა, მოხარული ვარ, რომ ვალენსიამ ამ ზაფხულს გიორგის დასატოვებლად ყველაფერი გააკეთა. ვფიქრობ, გიორგი ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. თუ გიორგის ასაკის მეკარეებს ავიღებთ, მამარდაშვილთან ერთად, პორტუს დიეგო კოსტას გამოვარჩევდი. გიორგის რაც შეეხება, მას ტიბო კურტუასაც ვამსგავსებ, რადგან ორივე მაღალია, თუმცა დაბალ ბურთებზე ორივე დიდებულად თამაშობს. გარდა ამისა, გიორგი თავდაჯერებულია და ორივე ფეხსაც მშვენივრად იყენებს." - მიგელ ანხელ მოია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა და ბოლო პერიოდში ქართველ მეკარეს ტურინის "იუვენტუსს" უკავშირებდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.