კახა ჯინჭარაძე რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა » სპორტის ხაზი

კახა ჯინჭარაძე რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

კახა ჯინჭარაძე რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა
21-05-2024, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

უპერლიგის 2023-2024 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემტევი უკანახაზელი კახა ჯინჭარაძე დასახელდა.

რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტული ჟურნალისტები, სუპერლიგის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელები, მატჩების მომსახურე მსაჯ-კომისრები. მთლიანობაში გამოიკითხა 52 რესპონდენტი და კახა ჯინჭარაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. თსუ-სა და ეროვნული ნაკრების წევრმა მთლიანობაში 100 ქულა მიიღო.

30 წლის კალათბურთელისთვის ეს გახლავთ სუპერლიგაში მოგებული MVP-ის მე-2 ტიტული. პირველად ჯინჭარაძე საუკეთესოდ 2021-2022 წლების სეზონში დასახელდა, როცა ის დღეს გაუ-ს სახელით მოასპარეზე თბილისის ოლიმპის ღირსებას იცავდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი