ისკო ევრო 2024 -ზე გამოირიცხა - ესპანელმა ოპერაცია გადაიტანა » სპორტის ხაზი

ისკო ევრო 2024 -ზე გამოირიცხა - ესპანელმა ოპერაცია გადაიტანა

ისკო ევრო 2024 -ზე გამოირიცხა - ესპანელმა ოპერაცია გადაიტანა
21-05-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ბეტისის ნახევარმცველმა ისკომ წარმატებით გადაიტანა ოპერაცია, რომელიც მას მარცხენა ფეხის მოტეხილობის სამკურნალოდ დასჭირდა – წერს გაზეთი AS-ი.

ქირურგიული ჩარევა გამორიცხავს ისკოს მონაწილეობას ევრო 2024-ზე, მაგრამ 32 წლის ფეხბურთელი მზად იქნება 2024-25 წლების სეზონის სტარტისთვის.

ისკომ 2023-24 წლების სეზონში გამორჩეულად ითამაშა. ის ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა აპრილში, 29 მატჩიდან კი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, 18-ში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ისკოს ესპანეთის ნაკრებში 2019 წლიდან აღარ იძახებდნენ, მაგრამ ამჯერად ახლოს იყო ევრო 2024-ის საბოლოო განაცხადში მოხვედრასთან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი