ისკომ გადაწყვიტა - რჩება თუ არა ესპანელი რეალ ბეტისში » სპორტის ხაზი

ისკომ გადაწყვიტა - რჩება თუ არა ესპანელი რეალ ბეტისში

ისკომ გადაწყვიტა - რჩება თუ არა ესპანელი რეალ ბეტისში
25-12-2023, 16:58
Aa Aa
გაზიარება:

მანამ სანამ რეალ ბეტისი გამოჩნდებოდა, ისკოს კარიერა ნელ-ნელა დაღმასვლით ვითარდებოდა. თითქოს რეალში მიყვანილ ფეხბურთელს ამავე კლუბში დიდი კვალი უნდა დაეტოვებინა, თუმცა ბევრმა სხვადასხვა ფაქტორმა ისკოს გეგმები უბრალოდ ჩამოანგრია.

მიუხედავად მისი ბოლოდროინდელი კარიერული ვარდნისა, ისკოზე ფსონს ანდალუსიური ბეტისი ჩამოვიდა, რამაც გაამართლა და ესპანელი ახალ კლუბში კვლავ შესანიშნავად ათამაშდა.

სწორედ აქედან გამომდინარეობს ფაქტი, რომ ისკო ბეტისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს. როგორც დაიწერა, ესპანელი ბეტისში 2027 წლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ რეალის ყოფილი ნახევარმცველი ანდალუსიის მწვანე მხარეს სეზონის სტარტზე გადაბარგდა და ლა ლიგის 17 თამაში 2 გოლს+2 ასისტი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი