კიტეიშვილი შოტლანდიურ გრანდში? - მედიაში ამაზე ბევრს საუბრობენ » სპორტის ხაზი

კიტეიშვილი შოტლანდიურ გრანდში? - მედიაში ამაზე ბევრს საუბრობენ

კიტეიშვილი შოტლანდიურ გრანდში? - მედიაში ამაზე ბევრს საუბრობენ
21-05-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

The Rangers Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გრაცის შტურმის ქართველი შემტევი, ოთარ კიტეიშვილი შოტლანდიურ გრანდ, რეინჯერსს დაუკავშირეს. ცნობილია, რომ ამ გუნდს ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება სურს და ამ პოზიციაზე არაერთ მოთამაშეს განიხილავს. როგორც ჩანს, ერთ-ერთი ასეთი კიტეიშვილი იქნება.

მოგახსენებთ, რომ ოთარმა შტურმთან ერთად აწ.უკვე გასულ სეზონში ჯერ ავსტრიის თასი მოიგო, შემდეგ კი ბუნდესლიგის ჩემპიონიც გახდა. ამასთან, ის ავსტრიაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

28 წლის შემტევმა 2023-24 წლების გათამაშებაში საკლუბო დონეზე სულ 40 მატჩი ჩაატარა. თავი კი 11 გატანილი გოლითა და 9 საგოლე გადაცემის შესრულებით გამოიჩინა. უცხოურ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ კიტეიშვილის მიმართ ინტერესს ცრვენა ზვეზდაც იჩენს. ქართველ ფეხბურთელს თურქეთის სუპერლიგიდანაც აკვირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი