წარმატებული 2024/25 წლების სეზონის შემდეგ, საფეხბურთო მედიაში კიდევ უფრო აქტუალური გახდა გიორგი მამარდაშვილის მომავალი.
ქართველი კიპერი ამ სეზონში ვალენსიას საუკეთესო ფეხბურთელი რომ გახლდათ ეს ახალი არ არის, რასაც ბრწყინვალედ ჩატარებული ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებიც დაემატა.
ამ სიტუაციის ფონზე კი "ღამურებს" გიორგის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ. თუმცა, როგორც მამარდაშვილი ამბობს ესპანური გუნდიდან წასვლა მასზე არ არის დამოკიდებული.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სად გააგრძელებდა იგი კარიერას, "მამარდამ" ასე უპასუხა : "ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული".
შეგახსენებთ, რომ გიორგის ვალენსიასთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 35 მილიონი ევროა.