ლუკას ვასკესისა და რეალის საერთო მომავალი ცნობილია » სპორტის ხაზი

ლუკას ვასკესისა და რეალის საერთო მომავალი ცნობილია

ლუკას ვასკესისა და რეალის საერთო მომავალი ცნობილია
17-05-2024, 12:05
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ მადრიდის "რეალისა" და ლუკას ვასკესის მომავალი დღეს ცნობილი გახდა.

მხარეები ბოლო პერიოდში ცდილობდნენ გადაეწყვიტათ, დარჩებოდა თუ არა ესპანელი გუნდში, საბოლოოდ კი დადებით შედეგამდე მივიდნენ.

ამ მომენტისათვის ლუკასის აგენტი კლუბის ადმინისტრაციასთან კონტრაქტის დეტალებსა და ხელფასის თემას დააზუსტებს და შემდეგ უკვე ოფიციალურ განცხადებასაც გამოაქვეყნებენ.

მიმდინარე სეზონში 32 წლის ესპანელის ანგარიშზე 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა "რეალის" მაისურით ჩატარებულ 35 მატჩში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი