არისი ან აპოელი - გიორგი ქვილითაიამ არჩევანი უნდა გააკეთოს » სპორტის ხაზი

არისი ან აპოელი - გიორგი ქვილითაიამ არჩევანი უნდა გააკეთოს

არისი ან აპოელი - გიორგი ქვილითაიამ არჩევანი უნდა გააკეთოს
14-05-2024, 17:51
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იწერება, აპოელის რიგებში მოთამაშე გიორგი ქვილითაიას თავისთან ლიმასოლის არისი ეპატიჟება.

გავრცელებული ცნობებით, არისში გაცილებით კარგი ეკონომიკური მდგომარეობაა, ვიდრე აპოელში, რის ხარჯზეც მათ ქართველს სარფიანი წინადადებით უკვე მიმართეს.

ამის პარალელურად, ფინანსურად არც ისე მდგრადია აპოელი, თუმცა ის სახელით არისზე დიდი კლუბია და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზეც მიიღებს მონაწილეობას.

ამდენად, ქვილითაიამ არჩევანი უნდა გააკეთოს, დარჩეს აპოელში და თავი მაღალი დონის ტურნირზე წარმოაჩინოს ან ფინანსურ წინსვლას დასთანხმდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი