ფრანგული გამოცემა "ouest-france" იუწყება, რომ "რენის" მომდევნო სეზონის დაწყება ახალი პროექტით სურს.
2018 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როდესაც ისინი ევროტურნირის გარეშე ხვდებიან, ამიტომაც გუნდში დიდი წმენდაა ჩასატარებელი, რასაც, რა თქმა უნდა, ახალი სახეების გამოჩენაც მოჰყვება.
ბევრი რამ ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზეც იქნება დამოკიდებული, სადაც თავის გამოჩენის შესაძლებლობა ქართველ ფეხბურთელებსაც ექნებათ.
"რენის" ახალ პროექტში ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი მიქაუტაძე სურს. მისი გამოცდილება და უნარ-ჩვევები მათთვის ძალიან კარგია.
წყარო იუწყება, რომ ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენელი კლუბს შეხვდა და ახლა "აიაქსთან" არის ყველაფერი გასარკვევი, რომლებთანაც გიორგის კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
ნიდერლანდებში იგი თავს კარგად ნამდვილად ვერ გრძნობდა და როგორც კი საფრანგეთში დაბრუნდა, მაშინვე იფეთქა. გასულ ზაფხულში გიორგისთვის ბრძოლაში "აიაქსმა" "რენი" დაამარცხა, წელს კი ფრანგები მათგან შეეცდებიან ქართველის გადაბირებას.