ფაბრიციო რომანო იწყება, რომ "ლივერპულმა" უკვე შეარჩია ახალი მწვრთნელი.
ცნობილი ჟურნალისტის ცნობით, იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ მერსისაიდელებს არნე სლოტი ჩაუდგება, რომელიც ამჟამად "ფეინორდს" წვრთნის.
მხარეები ფინანსურ დეტალებზე უკვე შეთანხმდენენ და ყველაფერი მოგვარებულია. ნიდერლანდელი სპეციალისტი მომავალ სეზონში კლოპის ადგილს დაიკავებს.
ამრიგად იგი გახდება ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი, რადგანაც მერსისაიდელები მისთვის სეზონში 13-15 მლნ ევროს გადახდას აპირებენ.
თავად იურგენმა, როგორც დააანონსა, მომდევნო სეზონში კლუბის გარეშე იქნება და ცოტახანი დასვენება სურს, განსაკუთრებით პრემიერ ლიგისგან შორს ყოფნა.