ეროვნული ლიგის მე-11 ტურში, ფოთის კოლხეთმა, სამტრედიას უმასპინძლა.
ფოთელების მთავარი მწვრთნელი კლიმენტი წიტაიშვილი გახდა, მან პოსტზე დავით კვირკველია შეცვალა.
მასპინძლებს პირველ ნახევარში უპირატესობის მოპოვება გაუჭირდათ და ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
73-ე წუთზე ფოთელებმა ანგარიში გახსნეს, ლაშა კოხრეიძემ სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა.
მატჩის ბოლოს გიორგი აბუაშვილმა ფოთელების შემადაგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 2:0.