დი ლორენცოს აგენტი: "ვინც ნაპოლიდან წავა, ის მშიშარა იქნება" » სპორტის ხაზი

დი ლორენცოს აგენტი: "ვინც ნაპოლიდან წავა, ის მშიშარა იქნება"

დი ლორენცოს აგენტი: "ვინც ნაპოლიდან წავა, ის მშიშარა იქნება"
25-04-2024, 13:15
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დროს ხმები დაირხა, რომ ნაპოლის დატოვებას ჯოვანი დი ლორენცო აპირებს, რომლითაც პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესდებიან.

ამასთან დაკავშირებით იტალიურ მედიაში დი ლორენცოს აგენტის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც თქვა, რომ სეზონის ბოლოს ნაპოლიდან მხოლოდ მშიშრები წავლენ.

მისივე თქმით, მოთამაშეებმა წნეხის კონტროლი უნდა ისწავლონ და სხვა გუნდში გაქცევაზე არ უნდა იფიქრონ. ალბათ, დი ლორენცოს აგენტი ამ სიტყვებში ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიასაც გულისხმობდა.

ბოლო ინფორმაციით, ნაპოლის კაპიტნის თავისთან გადაბირებით უნაი ემერის ასტონ ვილაა დაინტერესებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.