საქართველოს ნაკრებს მინიმუმ 30 მლნ ლარით დააჯილდოვებენ » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრებს მინიმუმ 30 მლნ ლარით დააჯილდოვებენ

საქართველოს ნაკრებს მინიმუმ 30 მლნ ლარით დააჯილდოვებენ
23-04-2024, 20:29
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფონდი "ქართუ" ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლისთვის 30 მლნ ევროთი დაასაჩუქრებს, თუმცა ყველაფერი აქ არ მთავრდება.

თითოეულ მოგებულ შეხვედრაზე ფონდი დამატებით 30 მლნ ევროს გაიღებს, რათა ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს დამატებითი მოტივაცია მისცენ.

"საქართველოს ნაკრებმა მთლიან ქვეყანას უდიდესი სიხარული აჩუქა, დიდი ოცნება აგვიხდინეს. სწორედ ამიტომ, მოტივაციის მიზნით ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლისთვის ნაკრები 30 მლნ მიიღებს, დამატებით მოგებული თოთეული შეხვედრისთვის კი სათითაოდ 30 მლნ ლარი დაემატება.

"ეს შედეგი მარტივი მისაღწევი არ იყო, ამ ყველაფრის უკან უდიდესი შრომა დგას. გვჯერა, რომ ეს წარმატება საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი ბედნიერება გველის", - აღნიშნულია "ქართუს" განაცხადში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი