ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის ატლეტიკო იან ობლაკის პოტენციურ ჩამნაცვლებლად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს.
როგორც იწერება, სლოვენიელი მეკარის მომავალი გაურკვეველია და არის შანსი, რომ 31 წლის კარის დარაჯმა სეზონის ბოლოს ატლეტიკო დატოვოს.
ამ ყველაფერს თან ერთვის ფაქტი, რომ ვალენსია გიორგი მამარდაშვილის სარფიანად გაყიდვას აპირებს, ატლეტიკო კი ერთ-ერთი ვარიანტი იქნება.
Transfermartk-ზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა.