"ინტერს" იტალიის ჩემპიონობამდე 1 ტაიმის არწაგებაღა დარჩა » სპორტის ხაზი

"ინტერს" იტალიის ჩემპიონობამდე 1 ტაიმის არწაგებაღა დარჩა

"ინტერს" იტალიის ჩემპიონობამდე 1 ტაიმის არწაგებაღა დარჩა
22-04-2024, 23:51
Aa Aa
გაზიარება:

ამ წუთებში იტალიის სერია ა-ში მილანური დერბი მიმდინარეობს და გუნდები მეორე ტაიმის სათამაშოდ ემზადებიან.

"ინტერი" 1-0-ს იგებს და იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტაიმს არ წააგებს, ანუ, შეხვედრას მოიგებს, ისინი ავტომატურად იტალიის ჩემპიონები გახდებიან ტურნირის დასრულებამდე 5 მატჩით ადრე.

მართალია ამ შეხვედრაში მასპინძლის ამპლუაში "მილანია", მაგრამ ეს ორი გუნდი ხომ "სან სიროზე" თამაშობს და, როგორც მოგეხსენებათ, მილანური გრანდები ამ სტადიონს იყოფენ. შესაბამისად, თუ "ინტერმა" შეხვედრა მოიგო, მათ შინაურ კედლებში მოუწევთ სკუდეტოს მოგების აღნიშვნა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ნერაძურისთვის" ეს მე-20 სკუდეტო იქნება. ისინი მეორე ადგილზე არიან იტალიის ჩემპიონობით, პირველზე "იუვენტუსია" 36-ჯერ მოპოვებული სერია ა-ს ტიტულით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი