დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე ფრანჩესკო კალცონას ნაპოლი ემპოლის ესტუმრება და დაგეგმილი 3 ქულის აღებას შეეცდება.
როგორც იცით, სერია A-დან ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ სეზონში არა 4, არამედ 5 კლუბი გავა, რაც ნაპოლისთვის შანსებს საგრძნობლად ზრდის.
შესაბამისად, დღევანდელი მატჩი კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
აი, როგორ შემადგენლობას ელიან გამოცემები ნაპოლისგან:
მერეტი - დი ლორენცო, ჟესუსი, ოსტიგორი, მაძოკი | ანგისა, ლობოტკა, ჟიელინსკი | კვარაცხელია, ოსიმენი, პოლიტანო.