რა თანხის დახარჯვას აპირებს "ნაპოლი" სატრანსფერო ფანჯრისას » სპორტის ხაზი

რა თანხის დახარჯვას აპირებს "ნაპოლი" სატრანსფერო ფანჯრისას

რა თანხის დახარჯვას აპირებს "ნაპოლი" სატრანსფერო ფანჯრისას
19-04-2024, 11:05
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ "ნაპოლის" სპორტული დირექტორი სეზონის ბოლოს შეიცვლება. არაა გამორიცხული მთავარი მწვრთნელიც კიდევ ერთხელ დანიშნონ.

მოკლედ რომ ითქვას, გუნდში დიდი ცვლილებები იგეგმება, რადგან ცუდი სეზონის განმეორების ალბათობა ძალიან შეამცირონ.

"La Repubblica" იუწყება, რომ ნეაპოლელები 150-200 მლნ ევროს დახარჯვას გეგმავენ ახალი ვარსკვლავების შესაძენად.

თუმცა საიდან აქვთ მათ ამდენი თანხა? პასუხი მარტივია - ვიქტორ ოსიმენი. მისი ტრანსფერით ნეაპოლში სოლიდურ მოგებას ელიან. არის იმის ალბათობაც, რომ ხვიჩა კვარაცხელიაც გაუდგეს ოსიმენის გზას, რაც "ნაპოლის" ბიუჯეტს სულ მცირე 100 მლნ ევროთი გაზრდის.

მათ სამიზნეებში შედიან ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა, ჯონათან დევიდა ("ლილის" ფორვარდი - 40-45 მლნ ევრო), გეორგი სუდაკოვი ("შახტარი" - 50 მლნ) და გვიდო როდრიგესი ("ბეტისი" - უფასო ტრანსფერი).

გარდა ამისა, "ნეაპოლელები" მარცხენა და ცენტრალური მცველების დამატებასაც გეგმავენ. რაც არ უნდა იყოს, ნეაპოლში ძალიან ცხელი ზაფხული ელით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი