როგორც მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ნაპოლის ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა.
ამჟამად, კვარაცხელია კარგ ფიზიკურ კონდიციებშია, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და მომდევნო მატჩისთვის ემზადება.
სერია ა-ს მომდევნო ტურის შეხვედრაში, 20 აპრილს ნაპოლი ემპოლის ესტუმრება.