"ბაიერნმა" "არსენალი" ჩემპიონთა ლიგას შინაურ კედლებში 1-0 გამარჯვების შემდეგ გამოთიშა.
"რეკორდმაისტერების" კარის დარაჯმა მანუელ ნოიერმა მშრალად შენახული კარით ჩემპიონთა ლიგის რეკორდი მოხსნა 58 მატჩში მშრალად შენახული კარით.
აქამდე ეს რეკორდი იკერ კასილასს ეკუთვნოდა (57), მაგრამ ნოიერმა ესპანელს გადაუსწრო და დაწინაურდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნოიერს ამ შედეგის მისაღწევად 138 შეხვედრა დასჭირდა, კასილასს კი 177.
მესამე ადგილზე ამ მაჩვენებლით ჯანლუიჯი ბუფონია, რომელმაც კარის მშრალად შენახვა ჩემპიონთა ლიგაზე 52-ჯერ შეძლო.