"გაიგო, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა და..." - კეიტას დაღალატება და უპატივცემულობა გუნდისადმი » სპორტის ხაზი

"გაიგო, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა და..." - კეიტას დაღალატება და უპატივცემულობა გუნდისადმი

"გაიგო, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა და..." - კეიტას დაღალატება და უპატივცემულობა გუნდისადმი
18-04-2024, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაბი კეიტა, რომელიც ახლა ბრემენის ვერდერის ღირსებას იცავს, მკაცრად დაისაჯა და სეზონის ბოლომდე გუნდიდან მოიკვეთა.

მას შემდეგ, რაც კეიტამ გაიგო, რომ ლევერკუზენთან შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებოდა, გუნდთან ერთად თამაშზე აღარ გაემგზავრა და სახლში წასვლა გადაწყვიტა.
ბრემენელებმა აღნიშნულ მატჩში 0:5 განადგურება იწვნიეს.

კეიტა, დასჯის შედეგად, თავის გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს და გასახდელში შესვლის უფლებაც არ ექნება. ის გერმანულ კლუბს გასული წლის ივნისში შეუერთდა და მას შემდეგ 5 თამაშში მიიღო მონაწილეობა, აქედან მხოლოდ ერთში კი ძირითად შემადგენლობაში იყო.

ვერდერი გერმანიის ბუნდესლიგაში 31 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონამდე 5 ქუშა აშორებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.