ანჩელოტი: "ეს ერთადერთი გზა იყო მათ დასამარცხებლად" » სპორტის ხაზი

ანჩელოტი: "ეს ერთადერთი გზა იყო მათ დასამარცხებლად"

ანჩელოტი: "ეს ერთადერთი გზა იყო მათ დასამარცხებლად"
18-04-2024, 10:57
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ "რეალმა" "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საგზურის გარეშე დატოვა.

კარლო ანჩელოტიმ ამ რთულად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მედიასთან ახსნა, თუ როგორ მოახერხეს ეს.

"ყველაფერი თუ გინდათ ავხსნათ, გეტყვით, რომ თავიდან მაქსიმალურად წინ წასვლა გვქონდა გადაწყვეტილი და ასეც მოვიქეცით, შემდეგ კი მეტოქემ დაიწყო ბურთის კონტროლი და ღრმად მოგვიწია უკან ჩაჯდომა.

"შეხვედრის უმეტესი ნაწილი ჩვენს საჯარიმოსთან გამოკეტილებმა გავატარეთ. თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ მერე თითქოს ჩანდა, რომ დაღლილები ვიყავით და გამოსავალი არ არსებობდა, შეიძლება ითქვას, რომ ასეც იყო, მაგრამ ჩვენ ხომ რეალი ვართ, ეს გუნდი ყოველთვის პოულობს გზას, ასეთ მომენტებშიც კი.

"პენალტების სერიამდე რომ მოვიდა საქმე, უკვე ვიცოდით, რომ ჩვენ გავიმარჯვებდით. ბიჭებს დიდი თავდაჯერებულობა ჰქონდათ. ეს ერთადერთი გზაა, რომლის საშუალებითაც შეგიძლია, რომ "სიტი" მათსავე სტადიონზე დაამარცხო და ჩვენს ეს გამოვიყენეთ", - განაცხადა ანჩელოთიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.