რატომ არის "რეალი" ჰოლანდისთვის ყველაზე რთული მეტოქე » სპორტის ხაზი

რატომ არის "რეალი" ჰოლანდისთვის ყველაზე რთული მეტოქე

რატომ არის "რეალი" ჰოლანდისთვის ყველაზე რთული  მეტოქე
18-04-2024, 01:14
Aa Aa
გაზიარება:

ამ წუთებში "მანჩესტერ სიტი" და "რეალ მადრიდი" ექსტრა ტაიმით ცდილობენ გაარკვიონ, თუ ვინ დაუპირისპირდება "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში.

ძირითადი დროის დასრულების შემდეგ ერლინგ ჰოლანდი პეპ გვარდიოლამ სკამზე გადასვა, შესაბამისად, მას გოლის გატანის შესაძლებლობა მადრიდელების წინააღმდეგ ამ სეზონში ვეღარ ექნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ერლინგს "რეალის" წინააღმდეგ 4 მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი ვერც ერთში გაუტანა. ასეთი ცუდი შედეგი ჰოლანდს არც ერთი გუნდის წინააღმდეგ არ ჰქონია.

გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ოქროს ბუცი სწორედ ერლინგ ჰოლანდმა მოიგო და რეკორდული 36 გოლი გაიტანა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ერთი სეზონისთვის ინგლისის უმაღლესი ლიგის ისტორიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი