ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა და დაწერა, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.
ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი მიხეილ ყაველაშვილმა გამოთქვა. აი, რას წერს ის:
"ფეხბურთელებმა რა დაწერეს, "არა რუსულ კანონს:-ო არ დაუწერიათ. ჩვენც იმავეს ვიძახით.
"შეიძლება გულშემატკივრობენ, რა მოხდა მერე. აქციაზე ქართველი ბავშვები და ადამიანები არ დგანან? როგორც ქართული ოცნების ახალგაზრდა მხარდამჭერები არიან ფეხბურთის გულშემატკივრები – ისე ისინიც არიან ფეხბურთელების გულშემატკივრები არიან.
"რა გინდა რომ მითხრა – ხვიჩა კვარაცხელია მაგათ უჭერს მხარს? ეს არის მაგათი ხერხი? – რომ გამოვიდნენ და იყენებენ ფეხბურთელების პოსტებს.
"ჩემს ხელში გაზრდილები არიან. მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, იცის ჩემი აზრი, შენ ამ გულწრფელ სიტყვას, როცა იძახი, რომ ევროპაში მინდაო, ეს ნაძირალები გამოიყენებენ მეთქი. ის უნდა გაემიჯნოს, რომ მისი აზრი მათ არ გამოიყენონ", - ამბობს ყაველაშვილი.