ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ინგლისური "ჰალ სიტის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე რამდენიმე თვის წინ, სოციალური ქსელის მეშვეობით, საქართველოს ნაკრების წარმატებულ თამაშს გამოუეხმაურა და დაწერა:
"ამდენი კარგი თამაშის, გოლებისა და სიხარულის შემდეგ, ყველაზე კარგი დროა პრემიერ-მინისტრს, ქუთაისში, ახალი სტადიონის აშენების პირობა ჩამოვართვათ" - წერს არველაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უკვე 11 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა, რაც ჩვენი გუნდის აბსოლუტური რეკორდია.