ჰალ სიტის თურქმა მფლობელმა, აკუნ ილიჩალმა ინგლისური კლუბიდან შოთა არველაძის დათხოვნის მიზეზებზე ისაუბრა:
"შოთა არველაძე ჩემი მეგობარია და ეს მთელმა გუნდმა იცოდა, მაგრამ ბიზნესში მეგობრობის გამო გამონაკლისს არასდროს ვუშვებ, ეს შოთამაც კარგად იცის. მისი ჰალ სიტიში მოსვლა ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე არ მომხდარა და არც მეგობრობის გამო შენარჩუნებულა.
შოთის მადლობელი ვარ, რადგან გასულ სეზონში ჩემპიონშიპიდან გავარდნის საფრთხე გვემუქრებოდა და გადაგვარჩინა - მან ფანტასტიკური სამუშაო გასწია. არველაძე ბრწყინვალე სპეციალისტია და მომავალში მას წარმატებებს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, წარმატებული დღეები ხშირად ექნება", - განაცხადა აკუნ ილიჩალმა.