იტალიური დომინაცია? - შესაძლოა ქვეყანამ ჩემპიონთა ლიგაზე 6 გუნდი წარმოადგინოს » სპორტის ხაზი

იტალიური დომინაცია? - შესაძლოა ქვეყანამ ჩემპიონთა ლიგაზე 6 გუნდი წარმოადგინოს

იტალიური დომინაცია? - შესაძლოა ქვეყანამ ჩემპიონთა ლიგაზე 6 გუნდი წარმოადგინოს
13-04-2024, 17:53
Aa Aa
გაზიარება:

იტალია ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდი გაუშვას მომდევნო სეზონში. მაგრამ ეს არ იქნება მაქსიმუმი.

დიახ, თუ "ატალანტა" "ლივერპულის" ბარიერს გადალახავს, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია, რადგან პირველი დაპირისპირება იტალიელებმა სტუმრების რანგში მოიგეს ანგარიშით 0:3, ახლა კი შინაურ კედლებში უწევთ, რომ 3 ბურთიანი სხვაობა არ გაანიავონ და ევროპა ლიგის ნახევარ-ფინალში გავიდნენ.

თუმცა სიტყვა "ფიორენტინამაც" უნდა თქვას და "პლზენი" უნდა გამოთიშოს კონფერენს ლიგიდან (პირველი შეხვედრა 0:0 მორჩა, მომდევნო კი ფლორენციაში გაიმართება). ამ შემთხვევაში იტალიას 5 წარმომადგენელი ეყოლება ლიგაზე.

თუმცა არის იმის შანსიც, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს, თუ ევროპა ლიგას "ატალანტა" ან "რომა" მოიგებს და ისინი სერია ა-ს ცხრილის 5-ულში ვერ მოხვდბეიან, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 6 იტალიური გუნდი იასპარეზებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი