ნაპოლის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, კალიდუ კულიბალიმ იტალიური გუნდის მიმდინარე სეზონში ნაჩვენებ წარმატებულ თამაშზე ისაუბრა:
"როდესაც სპალეტი სკუდეტოზე საუბრობდა, ვფიქრობდით, რომ ის შეშლილი იყო, თუმცა ახლა უკვე ამტკიცებს, რომ მართალი იყო - თუ ეს მოხდება და ნაპოლი ჩემპიონი გახდება, გავიქცევი ნეაპოლშ და ჩემპიონობას მათთან ერთად ვიზეიმებ", - განაცხადა კულიბალმა.
ცნობისთვის, კულიბალიმ ნაპოლი გასულ ზაფხულს დატოვა და პრემიერ ლიგის ბინადარ ლონდონის ჩელსის შეუერთდა.