Spazionapoli: "ნაპოლი ამ სამი მცველიდან რომელიმეს დამატებას შეეცდება" » სპორტის ხაზი

Spazionapoli: "ნაპოლი ამ სამი მცველიდან რომელიმეს დამატებას შეეცდება"

Spazionapoli: "ნაპოლი ამ სამი მცველიდან რომელიმეს დამატებას შეეცდება"
13-04-2024, 17:21
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლისთან დაკავშირებულმა Spazionapoli-მ ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დაცვის გაძლიერებას შეეცდება.

იქედან გამომდინარე, რომ გუნდიდან კიმ მინ-ჯე წავიდა, მისი დანაკლისი კი სათანადოდ ვერ ამოივსო, ნაპოლის ახალი სეზონიდან ახალი მცველის დამატება აქვს გადაწყვეტილი.

როგორც გამოცემა წერს, აურელიო დე ლაურენტისის თვალთახედვის არეში სკალვინი (ატალანტა), ტოდიბო (ნიცა) და ბონჯორნო (ტორინო) არიან.

სხვათა შორის, თუ ნაპოლი ბონჯორნოს შეიძენს, ეს საბა საზონოვს ტორინოს ძირითადში მოხვედრის შანსებს ერთიორად გაზრდის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი