სანდრო მამუკელაშვილი: "აქ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო" » სპორტის ხაზი

სანდრო მამუკელაშვილი: "აქ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო"

სანდრო მამუკელაშვილი: "აქ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო"
13-04-2024, 16:59
Aa Aa
გაზიარება:

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიომ დენვერი 121:120 დაამარცხა, ქართველმა კალათბურთელმა კი მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი პარკეტზე ჯამურად 30:23 წუთი იმყოფებოდა, რა დროშიც მან 21 ქულა, 12 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

სანდრო მამუკელაშვილმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. აი, რა თქვა მან:

"აქ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო, ამას ვერაფრით ვიჯერებ, რადგან საოცარ ადგილას ვარ. ყოველდღე ვცდილობ, რომ უკეთესი გავხდე, რისი შესაძლებლობაც უხვად მეძლევა. მადლობა მწვრთნელს, რომ მენდობა და სათამაშო დროს მაძლევს. ჩემი გუნდისთვის მუდმივად ბოლომდე დავიხარჯები და შეხვედრებს გულით ვითამაშებ", - თქვა მამუკელაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი