კახა კალაძე: "გერმანიაში გასაფრენ ბილეთებს ქომაგები იაფად შეიძენენ" » სპორტის ხაზი

კახა კალაძე: "გერმანიაში გასაფრენ ბილეთებს ქომაგები იაფად შეიძენენ"

კახა კალაძე: "გერმანიაში გასაფრენ ბილეთებს ქომაგები იაფად შეიძენენ"
11-04-2024, 20:07
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ საჯარო განცხადება გააკეთა.

"როგორც იცით, ზაფხულში დაგეგმილია ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშები. მთელი საქართველო ელოდება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რასაც ამდენი წელია ველოდებოდით."

"რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს უნდა გერმანიაში გამგზავრება, რომ ნაკრებს უგულშემატკივროს. მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების დანიშვნის შესახებ, რაც ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობას მისცეს, ჩავიდეს და სტადიონზე დაესწროს თამაშებს."

"მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან მოქალაქეები შეძლებენ, ბილეთები ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ"
,- თქვა კახა კალაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი