იტალიური მედია: "გიორგი კვერნაძეს სერია A-ს გაცნობა უკეთ სჭირდება" » სპორტის ხაზი

იტალიური მედია: "გიორგი კვერნაძეს სერია A-ს გაცნობა უკეთ სჭირდება"

იტალიური მედია: "გიორგი კვერნაძეს სერია A-ს გაცნობა უკეთ სჭირდება"
11-04-2024, 20:01
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურმა მედიამ, კერძოდ Tuttofrosinone-მ სტატია ფროზინონეს ქართველი შემტევის, გიორგი კვერნაძის შესახებ გამოაქვეყნა.

"ამ ეტაპზე დადგენილი არაა თუ რამდენად გააგრძელებს ფროზინონეში კარიერას გიორგი კვერნაძე, რომელიც კლუბმა ზაფხულში ფოთის კოლხეთიდან დაიმატა."

"კვერნაძემ მიმდინარე სეზონში თავის გამოჩენა ვერაფრით შეძლო. ფეხბურთელმა ჯამურად ფროზინონეს მაისური 189 წუთით მოირგო, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია."

"თუ ფროზინონე სერია B-ში დაქვეითდება, მაშინ კვერნაძის შენარჩუნებას უნდა ველოდოთ, მაგრამ თუ ისინი უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ, წესით, ფროზინონემ გიორგის გამოსყიდვაზე უარი უნდა თქვას"
, - წერს გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი