Il Mattino-ს მტკიცებით, პარი სენ-ჟერმენმა ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი შეათანხმა და ნიგერიელი ფორვარდი მომდევნო სეზონიდან ფრანგულ გრანდში ითამაშებს.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისისთვის 130-140 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ ოსიმენი პარიზში 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც, დიდი ალბათობით, ფეხბურთელის მოხიბვლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა.
ვიქტორ ოსიმენს მიმდინარე სეზონში ნაპოლის მაისურით 26-ჯერ ითამაშა, რა დროშიც მან 14 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.