ჩავის კომენტარი "პსჟ" სთან მატჩამდე: "ამ სტილს 4 მწვრთნელი მივყვებით" » სპორტის ხაზი

ჩავის კომენტარი "პსჟ" სთან მატჩამდე: "ამ სტილს 4 მწვრთნელი მივყვებით"

ჩავის კომენტარი "პსჟ" სთან მატჩამდე: "ამ სტილს 4 მწვრთნელი მივყვებით"
10-04-2024, 12:09
Aa Aa
გაზიარება:

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "პსჟ"-სთან გასამართი შეხვერის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"4 წლის შემდეგ ამაღელვებელია აქ ყოფნა. მოტოვირებულები ვართ და ახლა, სეზონის ყველაზე მნიშნელოვან ეტაპზე, ვხვდებით ამ ჩემპიონატისთვის მებრძოლ გუნდს, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესი მწვრთნელი წვრთნის.

"ლუის ენრიკე? მისთვის სიმართლეა, რომ "ბარსელონას" სტილს ის უფრო წარმოაჩენს, მაგრამ ორივე ერთ სტილს მივყვებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჩვენს გუნდზეა. საერთო ჯამში "ბლაუგრანას" სტილს ჩემპიონთა ლიგაზე 4 მწვრთნელი წამოვადგენთ ჩემი, გვარდიოლას, არტეტასა და ენრიკეს სახით. ეს საამაყო არაა?

"მბაპეს შესაჩერებლად დაცვაში აგრესიულად ყოფნაა საჭირო, იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან და ბრწყინვალედ თამაში გვმართებს.

"პედრისა და დე იონგის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, რომ თამაშს შეძლებენ. იმედია, რაიმე სიურპრიზი არ გამოჰყოფს თავს. ენრიკე? იგი ძალიან დამეხმარა მაშინ, როცა მიჭირდა და ამ ყველაფერს სიამაყით ვიხსენებ.

"წილისყრის შემდეგ დემბელეს ვესაუბრე და პარიზელებთან გადაბარგება მისი არჩევანი იყო. "ბარსასთან" დაპირისპირება მისთვის დიდი გამოწვევაა, ეს თავად მითხრა. მათ შესანიშნავი ფეხბურთელი წაგვართვეს და ისე გაძლიერდნენ.

"საბოლოო ჯამში იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივრები ისიამოვნებენ და მათ კარგ სანახაობას მოვუწყობთ", - განაცხადა ჩავიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი