როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მეოთხედფინალური წყვილების თამაშების დროც დადგა. ამჯერად "ბარსელონა" და "პსჟ" შეეცდებიან ერთმანეთის დაჯაბნას.
პირველი დაპირისპირება საფრანგეთში გაიმართება, "პსჟ"-ს რადიკალისტმა ქომაგებმა კი დანარჩენ გულშემატკვიარს წერილით მიმართეს.
"მატჩი ოთხშაბათს გაიმართება, მაგრამ ჩვენთვის "კლერმონესთან" მოსმენილი საფინალო სასტვენის შემდეგ დაიწყო. ჩვენი როლი ძალიან დიდი იქნება, რისთვისაც ტოტალური მობილიზაციაა საჭირო. გავერთიანდებით გამარჯვების მოსაპოვებლად.
"მოგიწოდებთ, სტადიონზე ადრე მივიდეთ, წითელ-ლურჯი მაისურები ჩავიცვათ და გახურების დროს ბარსელონელები ავაკანკალოთ. მსაჯები რომ ეხმარებათ მათ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ საბრთხეში არიან და არა მარტო იმიტომ, რომ მტრის ტერიტორიაზე არიან.
"აუღებელ ციხესიმაგრეს უნდა დავამსგავსოთ სტადიონი. ჩვენი მეომრების ფუნდმა მტკიცე მხარდაჭერა უნდა იგრძნონ. მოდით, ლეგენდარულ სტადიონს ლეგენდარული ანთება უნდა, დაუნდობელი. გამარჯვების მოსაპოვებლად ჩვენც ვიბრძოლებთ, ერთად დამუმარცხებლები ვართ", - ციტირებს მარკა "პსჟ"-ს რადიკალური ქომაგების წერილს.