გვარდიოლა "რეალთან" მატჩის წინ: "წარმოიდგინეთ, რა რთულია ამის გაკეთება" » სპორტის ხაზი

გვარდიოლა "რეალთან" მატჩის წინ: "წარმოიდგინეთ, რა რთულია ამის გაკეთება"

გვარდიოლა "რეალთან" მატჩის წინ: "წარმოიდგინეთ, რა რთულია ამის გაკეთება"
9-04-2024, 22:58
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარიდოლამ "რეალთან" მატჩის წინ რამდნიმე თემაზე ისაუბრა.

"მადრიდელების ზედიზედ ორჯერ დამარცხება თითქმის შეუძლებელი რამ არის. ერთხელ მოგებაც კი როგორი რთულია და წარმოიდგინეთ, რა რთული იქნება მათთან მიჯრით გამარჯვების მოპოვება.

"ეს შარშანდელი მატჩი არ იქნება, ორივე გუნდი განსხვავებული შემადგენლობებით გამოდის და ბევრი რამ იქნება შეცვლილი.

"კარგი ის არის, რომ მეორე მატჩი სახლში გვექნება. "ბერნაბეუზე" შეხვედრა ძალიან იწელება ხოლმე ბევრი განსხვავებული მიზეზის გამო. ზუსტად ვიცი, რომ შეხვედრის ხასიათი ბევრჯერ შეიცვლება.

"მადრიდელები თავს კარგად იცავენ და, ჩვენთვის საუბედუროდ, როდრიგო, ვინიციუსისა და ბელინგემის წყალობით მათ კონტრშეტევებს საოცარი სისწრაფე აქვს და არამარტო კონტრშეტევებს.

"მათ ტკენას შევეცდებით, დასჯას და იმის ჩვენებას, რომ მათთან გოლების გასატანად ჩავედით", - განაცხადა გვარდიოლამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი