მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - დავითაშვილი ბორდოს ქომაგებმა დააფასეს » სპორტის ხაზი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - დავითაშვილი ბორდოს ქომაგებმა დააფასეს

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - დავითაშვილი ბორდოს ქომაგებმა დააფასეს
8-04-2024, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

ზურიკო დავითაშვილის ბორდომ ლიგა 2-ის შეხვედრაში კაენს 1:0 მოუგო, მატჩის საუკეთესოდ კი ბორდოს გულშემატკივრებმა ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს.

დავითაშვილმა მინდორზე ჯამურად 90 წუთი გაატარა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა, შეფასების დონეზე კი 7.6 სარეიტინგო ქულა მიიღო.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გასაოცარ ფორმაშია და ბოლო ორ შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს მითლილი.

ზურიკომ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ბორდოს მაისური 30-ჯერ მოირგო, რა დროშიც მან 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი