ირაკლი კობახიძე: "გერმანიისკენ დამატებით რეისები დაბალი ტარიფებით დაინიშნება" » სპორტის ხაზი

ირაკლი კობახიძე: "გერმანიისკენ დამატებით რეისები დაბალი ტარიფებით დაინიშნება"

ირაკლი კობახიძე: "გერმანიისკენ დამატებით რეისები დაბალი ტარიფებით დაინიშნება"
8-04-2024, 12:52
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიისკენ დამატებით რეისები უნდა დაინიშნოს, ბილეთების ტარიფი კი მაქსიმალურად დაბალი იქნება, რათა გერმანიაში გაფრენა და ევრო 2024-ზე საქართველოს მხარდაჭერა ბევრმა ადამიანმა მოახერხოს:

"დაიწყება მუშაობა დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით დამატებით პირდაპირ ავიარეისებზე."

"როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე. უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითიც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე. რიგ შემთხვევაში რამდენჯერმე გაიზარდა ფასები."

"მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული, დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი როგორც გულშემატკივრისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, რა თქმა უნდა, მით უკეთესია ნაკრების წარმატებისთვის."

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დაესწრება უზრუნველვყოთ საფეხბურთო მატჩებზე. დარწმუნებული ვარ, გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ამ მხრივ ჩვენი წვლილიც შევიტანოთ. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ, დაბალი ფასებით"
, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი