სანდრო მამუკელაშვილი: "დაგანახებთ, რომ მუდმივად მზად ვარ სათამაშოდ" » სპორტის ხაზი

სანდრო მამუკელაშვილი: "დაგანახებთ, რომ მუდმივად მზად ვარ სათამაშოდ"

სანდრო მამუკელაშვილი: "დაგანახებთ, რომ მუდმივად მზად ვარ სათამაშოდ"
7-04-2024, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიომ ნიუ ორლეანსს 2 ქულის სხვაობით, 111:109 აჯობა, ქართველმა კალათბურთელმა კი მორიგი შესანიშნავი მატჩი გამართა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშემ პარკეტზე ჯამურად 26:58 წუთი გაატარა, რა დროშიც მან თავი 15 ქულას, 5 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სანდრომ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მუდმივი მზადყოფნის დასამტკიცებლად ენერგიის დაზოგვას არ აპირებს.

"ვფიქრობ, შრომა ფასდება. იქნება მომენტები, როდესაც შესაძლებლობა მოგეცემა, შენ კი უნდა ადგე და ეს შესაძლებლობა შენთვისვე გამოიყენო. ყველას დავანახებ, რომ მაღალ დონეზე სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ. აქაურობა მშვენიერია. გუნდელები ეგოისტურად არ თამაშობენ და ეს კარგია. მათთან როგორც პარკეტზე, ისე მის მიღმაც მშვენიერი ურთიერთობა მაქვს", - თქვა მამუკელაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი