ფრანგული ლიგა 2-ის 31-ე ტურში "კანმა" საკუთარ მოედანზე "ბორდო" მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
სტუმართა ძირითად შემადგენლობაში გახლდათ ეროვნული ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც აღნიშნული შეხვედრა სრულად ჩაატარა.
მატჩის ერთადერთი გოლი სწორედ ზურიკოს ასისტით, მე-20 წუთზე გავიდა.
საფეხბურთო სტატისტიკების ვებსაიტი Sofascore დავითაშვილის ასპარეზობა დღევანდელ მატჩში ათ-ბალიანი სისტემით 7,4 ქულით აფასებს.