გიორგი ფანცულაია ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა - სად ითამაშებს ქართველი თავდამსხმელი? » სპორტის ხაზი

გიორგი ფანცულაია ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა - სად ითამაშებს ქართველი თავდამსხმელი?

გიორგი ფანცულაია ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა - სად ითამაშებს ქართველი თავდამსხმელი?
7-04-2024, 01:24
Aa Aa
გაზიარება:

გამოცდილი ქართველი თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია საქართველოს ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. ფანცულაია კარიერას წყალტუბოს "სამგურალში" გააგრძელებს.

"წყალტუბოს "სამგურალმა" გამოცდილი თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია დაიმატა.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა.

30 წლის ფორვარდი კარიერის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატის არაერთ გუნდში ასპარეზობდა.

კარიერის საუკეთესო წლები 2020-2022 წლების სეზონში ჰქონდა.
2020 წელს ქუთაისის "ტორპედოში" გამართულ 17 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და მომდევნო წელს ბათუმის "დინამოში" გადავიდა.

ბათუმში ორი სეზონი დაჰყო, ეროვნულ ლიგაში 19 გოლი გაიტანა და 2021 წელს საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა.
2022 წელს კი "დინამოსთან" ერთად საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.

ბათუმიდან ყაზახურ "კასპიიში" გადაბარგდა, სადაც მის ანგარიშზე 6 გატანილი გოლია.

გიორგი ფანცულაიას ბოლო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" იყო, სადაც მან გასულ წელს, ნახევარი სეზონი გაატარა.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, გიორგი ფანცულაია 2010-2013 წლებში საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებების წევრი იყო. 2021 წელს კი ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული.

კეთილი იყოს გიორგი შენი მოსვლა ჩვენს კლუბში და წარმატებებს გისურვებთ "სამგურალთან" ერთად!"
- ვკითხულობთ იმერული კლუბის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი