სარი: "თუ ყველაფერს ვიტყვი, რასაც მსაჯებზე ვფიქრობ, 6-თვიანი დისკვალიფიკაცია არ ამცდება" » სპორტის ხაზი

სარი: "თუ ყველაფერს ვიტყვი, რასაც მსაჯებზე ვფიქრობ, 6-თვიანი დისკვალიფიკაცია არ ამცდება"

სარი: "თუ ყველაფერს ვიტყვი, რასაც მსაჯებზე ვფიქრობ, 6-თვიანი დისკვალიფიკაცია არ ამცდება"
31-10-2022, 22:42
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ა-ს მე-12 ტურის შეხვედრაში, ლაციომ საკუთარ მოედანზე სალერნიტანას უმასპინძლა და მოულოდნელად, 1:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ, მასპინძელთა თავკაცმა, მაურისიო სარიმ აღნიშნული შეხვედრა შეაფასა და მსაჯები გააკრიტიკა:

"სანამ მეტოქე გაათანაბრებდა, თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. ალბათ წინასწარ გვეგონა, რომ გამარჯვება განაღდებული გვქონდა...

სავიჩის მხრიდან უხეშობას ადგილი არ ჰქონია, მითუმეტეს, ყვითელი ბარათი სრულიად ზედმეტი იყო - მას ბურთ უკვე გაცემული ჰქონდა და შეჯახების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

თუ ყველაფერს ვიტყვი, რასაც მსაჯებზე ვფიქრობ, 6-თვიანი დისკვალიფიკაცია არ ამცდება
", - განაცხადა სარიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი