იქნება თუ არა გიულერი თურქეთის ნაკრების ძირითადში? » სპორტის ხაზი

იქნება თუ არა გიულერი თურქეთის ნაკრების ძირითადში?

იქნება თუ არა გიულერი თურქეთის ნაკრების ძირითადში?
6-04-2024, 17:15
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ფეხბურთელი არდა გულერი გასულ წლიდან დიდ პროგრესს განიცდის.

19 წლის თურქი ფეხბურთელი მადრიდულ კლუბს შარშან შეუერთდა და იმ დროისთვის 62 კილოგრამს იწონიდა. მას ბევრი ამუშავეს წონისა და კუნთვანი მასის მომატებაზე, ამჟამად კი 70-მდე გაზარდა წონა. ამ ვარჯიშებით დღესაც კი აქტიურად ირჯება.

მას რეალში ორჯერ ჰქონდა ტრავმა, ერთხელ მენისკის და მეორედ საზარდულის. ფიზიკურად სუსტი იყო, რის გამოც მისი მასის მომატება აუცილებელი გახდა ტრავმიანობის თავიდან ასაცილებლად.

თურქეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას ჰკითხეს იქნებოდა თუ არა გულერი ევრო 2024-ზე, მან კი ასეთ პასუხი გასცა:

"როგორც იცით, თავიდან გაფართებული შემადგენლობა მეყოლება, რაც დაკვირვების საშუალებას მომცემს. ევროპაზე მხოლოდ მათ ვათამაშებ, ვინც ფიზიკურად იქნება მზად", - განაცხადა ვინჩენცომ.

თურქეთის ნაკრები 18 ივნისს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება ევრო 2024-ის პირველ ჯგუფურ შეხვედრაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი