მალე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირებები გაიმართება, ერთ-ერთი წყვილი კი "ბაიერნისა" და "არსენალისაა".
ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ბავარიულ გრანდს ჩემპიონთა ლიგურ დაპირისპირებაში მინიმუმ 5 ფეხბურთელი ვერ დაეხმარება ტრავმის გამო.
"ჰაიდენჰაიმის" წინააღმდეგ ხუთი ფეხბურთელი დაგვაკლდება ნოიერის, მაზეაუის, სანეს, კომანისა და პავლოვიჩის სახით. სამწუხაროდ ისინი "არსენალთანაც" ვერ დაგვეხმარებიან, სულ მცირე გასვლით შეხვედრაში.", - აცხადებს ტუხელი.
გუნდების დაპირისპირება 9 აპრილს, ლონდონში შედგება.