კომანი ჩემპიონთა ლიგაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

კომანი ჩემპიონთა ლიგაზე საუბრობს

კომანი ჩემპიონთა ლიგაზე საუბრობს
5-04-2024, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

"ბაიერნის" ფეხბურთელმა კინგსლი კომანმა ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა.

"ვერ წამომიდგენია მომენტი, როცა ჩემპიონთა ლიგისთვის დავიღლები. თასის აღმართვით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე თანაგუნდელებთან ერთად.

"მარტივი არ იყო, პირიქით, ძალიან რთული, მაგრამ მაინც გამოგვივიდა. მინდა, რომ იგივე რამ კვლავ განვიცადო. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაფერი იდეალურად არ არის, იმედი გვაქვს, რომ წელს ტიტულს სწორედ ჩვენ დავეუფლებით", - განაცხადა კომანმა.

მოგეხსენებათ, რომ კინგსლი კომანმა "ბაიერნთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა 2020 წელს მიუგო ფინალში"პსჟ"-ს (1-0) დამარცხების შემდეგ, მას შემდეგ კი ბავარიელებს ამ ტურნირზე აღარ უმართლებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი