ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ბაიერნი სტუმრად პსჟ-ს დაუპირისპირდა და მეტოქე კინგსი კომანის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ კომანი დასახელდა და Sofascore-სგან სარეიტინგო ქულა, 8.8 დაიმსახურა.
გოლის ეპიზოდში, კომანმა გატანილი ბურთი არ აღნიშნა, რაზეც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
"პარკ-დე-პრენსიზე გოლის გატანა ჩემი ბავშვობის ოცნებაა. ეს იყო განსაკუთრებული მომენტი, რადგან პსჟ არის კლუბი, სადაც გავიზარდე, პარიზი კი ქალაქი, სადაც დავიბადე. ამიტომ არ მინდოდა ფანების წინაშე გატანილი გოლის აღნიშვნა", - განაცხადა კომანმა.