გიორგი ქოჩორაშვილი: "დღემდე ვერ ვიჯერებ თუ რა გავაკეთეთ ნაკრების ფეხბურთელებმა" » სპორტის ხაზი

გიორგი ქოჩორაშვილი: "დღემდე ვერ ვიჯერებ თუ რა გავაკეთეთ ნაკრების ფეხბურთელებმა"

გიორგი ქოჩორაშვილი: "დღემდე ვერ ვიჯერებ თუ რა გავაკეთეთ ნაკრების ფეხბურთელებმა"
5-04-2024, 18:51
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლევანტეს ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი ესპანურ Cadena SER-თან საუბრობს.

"დღემდე ვერ ვიჯერებ იმას, რაც საქართველოს ნაკრებში დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად გავაკეთე. ალბათ, გავა წლები და მხოლოდ შემდეგ შემეძლება, რომ ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე გადავიაზრო."

"იცით, ჩემი ისტორია გიორგი მამარდაშვილისას ჰგავს, რადგან მეც ბევრს ვშრომობდი, ვიბრძოდი და წინ მივდიოდი. ჩემი თამაში ჟირონას ახალგაზრდულ აკადემიაში საგრძნობლად განვითარდა და კარიერაში წარმატებული ნაბიჯი გადავდგი."

"ჟირონას შემდეგ კასტელონის პერიოდი დადგა. ჩემთვის თითოეული ვარჯიში ფინალის ტოლფასია"
, - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც საბერძნეთთან გამართული ერთა ლიგის ფინალი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ეროვნულ გუნდს ევრო 2024-ზე მოხვედრაში დაეხმარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი