გიორგი მამარდაშვილის ჩანაცვლება დავიდ დე ხეათი იგეგმება? | დეტალები » სპორტის ხაზი

გიორგი მამარდაშვილის ჩანაცვლება დავიდ დე ხეათი იგეგმება? | დეტალები

გიორგი მამარდაშვილის ჩანაცვლება დავიდ დე ხეათი იგეგმება? | დეტალები
1-11-2022, 00:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Elgoldigital წერს, "ვალენსიაში" უკვე იციან, რომ გიორგი მამარდაშვილის სათამაშო დონის საგრძნობი მომატება ევროპის სხვა წამყვანი კლუბებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება, ამიტომ "ღამურები" ქართველი მეკარის ღირსეულ ჩამნაცვლებელს უკვე ეძებენ, რადგან მათ ხაუმე დომენეკის სტაბილურობის იმედი არ აქვთ:

"ქართველი მეკარე ბრწყინვალედ გამოიყურება და ლოგიკურია, რომ ვალენსია მის შესახებ სხვადასხვა შეთავაზებებს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობას ქართველი მეკარის გაყიდვა არ სურს, რასაკვირველია, სოლიდური შემოთავაზების შემთხვევაში, ესპანური კლუბი სიტუაციას ხელახლა გადახედავს და გააანალიზებს."

"რა თქმა უნდა, ვალენსია ტრავმირებულ ხაუმე დომენეკს ვერ დაეყრდნობა, ამიტომ ღამურები ახალ მეკარეს უკვე ეძებენ. მათთვის მთავარი სამიზნე მანჩესტერ იუნაიტედის კარის დარაჯი დავიდ დე ხეაა, რომელსაც ინგლისურ კლუბში ადგილი 100%-ით გარანტირებული სულაც არ აქვს. გარდა ამისა, ესპანეთში დაბრუნება თავად დე ხეას გეგმებშიც შედის, თუმცა საგულისხმოა, რომ ვალენსიას მის გადაბირებაში მოცილე გამოუჩნდა. პირველ რიგში, ეს ატლეტიკოა, სადაც ესპანელი მეკარე 12 წლის წინ თამაშობდა. მადრიდის ატლეტიკო მზადაა, რომ იან ობლაკი მანჩესტერში გაუშვას, დავიდ დე ხეა კი ისევ უკან დაიბრუნოს."

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ადგილს 15 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.