კედელივით დგას - გიორგი მამარდაშვილს 400 წუთია გოლი არ გაუშვია! » სპორტის ხაზი

კედელივით დგას - გიორგი მამარდაშვილს 400 წუთია გოლი არ გაუშვია!

კედელივით დგას - გიორგი მამარდაშვილს 400 წუთია გოლი არ გაუშვია!
4-04-2024, 23:52
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლა ლიგის 26-ე (გამოტოვებული) ტურის შეხვედრა, რომელშიც ვალენსიამ გრანადა გასვლაზე 1:0 დაამარცხა, მამარდაშვილს კი შეფასების დონეზე 7.4 სარეიტინგო ქულა დაუწერეს.

თითქოს ამ კონკრეტულ ფაქტში გასაოცარი არაფერია, მაგრამ ამ შედეგით გიორგი მამარდაშვილის არაამქვეყნიური სტატისტიკა კიდევ უფრო დაუჯერებელი გახდა, - ქართველ მეკარეს ზედიზედ 400 წუთია გოლი არ გაუშვია!

გიორგის შესანიშნავი სერია ხეტაფესთან დაიწყო, რასაც ეტაპობრივად დაემატა ლუქსემბურგი, საბერძნეთი, მალიორკა და ახლა გრანადაც. როგორც ხედავთ, მამარდაშვილი არამარტო საკლუბო, არამედ სანაკრებო დონეზეც ბრწყინვალედ გამოიყურება.

ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, სულ არაა გასაკვირი, რომ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით პრემიერ ლიგის გრანდები ინტერესდებიან, განსაკუთრებით კი მანჩესტერ იუნაიტედი და ლონდონის ჩელსი, რომლებიც ერთმანეთში ამ წუთებში თამაშობენ.

გიორგი მამარდაშვილს მომდევნო შეხვედრა ოსასუნასთან უწევს და არსებობს რეალური შანსი, რომ ეს შედეგი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი