მონცა - ნაპოლი | ხვიჩას ერთ-ერთი პირველი გაბრწყინება სწორედ ამ გუნდთან ვიხილეთ » სპორტის ხაზი

მონცა - ნაპოლი | ხვიჩას ერთ-ერთი პირველი გაბრწყინება სწორედ ამ გუნდთან ვიხილეთ

მონცა - ნაპოლი | ხვიჩას ერთ-ერთი პირველი გაბრწყინება სწორედ ამ გუნდთან ვიხილეთ
4-04-2024, 16:18
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთი პირველი გაბრწყინება სწორედ მონცას წინააღმდეგ ვიხილეთ, რომელსაც ქართველმა სადებიუტო სეზონის შეხვედრაში 2 გოლი გაუტანა.

კვარამ ერთი ბურთი შორეული დარტყმით გაიტანა და მეკარე უშანსოდ დატოვა, რასაც მალევე მეორე ბურთიც დაურთო, რომელიც ხვიჩამ საფირმო მოძრაობების წყალობით შეაგდო.

მიუხედავად იმისა, რომ კვარას დისკომფორტი აწუხებს, მაინც დიდი შანსია, რომ მონცასთან ნაპოლის 77-ე ნომერმა ითამაშოს.

ხვიჩა კვარაცხელიამ ჯამურად მონცას წინააღმდეგ 4 შეხვედრა გამართა, რის განმავლობაშიც კვარას ანგარიშზე ორი გოლი გახლავთ. სხვათა შორის, ბოლო ორ შეხვედრაში ნაპოლის მონცას კარში გოლი საერთოდ არ გაუტანია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი