მანდრაგორამ "ატალანტას" კარიერის საუკეთესო გოლი გაუტანა [ვიდეო] » სპორტის ხაზი

მანდრაგორამ "ატალანტას" კარიერის საუკეთესო გოლი გაუტანა [ვიდეო]

მანდრაგორამ "ატალანტას" კარიერის საუკეთესო გოლი გაუტანა [ვიდეო]
4-04-2024, 12:22
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ წუხელ გამართულ დაპირისპირებაში "ფიორენტინამ" "ატალანტას" უმასპინძლა და კოპა იტალიის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი რონალდო მანდრაგორამ გაიტანა, რომელიც, მისივე თქმით თავისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლია. მან ეს 27.6 მეტრიდან მოახერხა.

"დიდებულ სიამოვნებას ვგრძნობ და სიხარულსაც. ეს გამარჯვება გვჭირდებოდა, რაც ახლა თავდაჯერებულობას გვაძლევს. კიდევ ერთი დიდებული პერფომანსი გვჭირდება საპასუხო მატჩში. ჩემი გოლი? შესაძლოა ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო გოლია, თუ საუკეთესო არა", - განაცხადა მანდრაგორამ მარჩის შემდეგ.

აქვე გთავაზობთ მატჩის მიმოხილვის ვიდეოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი